

Ajax FireProtect 2 RB (Heat/CO) Jeweller — უსადენო ტემპერატურისა და CO-ს დეტექტორი
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
უსადენო დეტექტორი სითბოსა და CO-სთვის, კვამლის არხის გარეშე — ოთახებისთვის, სადაც კვამლი ჩვეულებრივი მოვლენაა (სამზარეულო, ავტოფარეხი, ქვაბის ოთახი), მაგრამ ცეცხლსა და ნახშირჟანგს მაინც უნდა თვალყური ადევნოთ. სითბო A1R კლასისაა: განგაში 64 °C-ის ზემოთ ან 1 წუთში 10 °C-ზე მეტი მატებისას. CO განგაში იწყება 50 ppm-ზე 90 წუთის შემდეგ, 100 ppm-ზე 40 წუთის, 300 ppm-ზე 3 წუთის შემდეგ; სენსორი 10 წელს ძლებს. Ajax FireProtect 2 RB (Heat/CO) Jeweller: სირენა ჩაშენებულია, 2 × CR123A 7 წლამდე, 1700 მ, 86 × 86 × 44 მმ, 149 გ, IP20. კვამლიც გჭირდებათ — Heat/Smoke/CO ვერსია.



