

Ajax FireProtect Jeweller — უსადენო ხანძრის დეტექტორი (კვამლის და ტემპერატურის), თეთრი
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
უსადენო დეტექტორი სახლისა და ოფისისთვის, რომელიც კვამლსაც აკონტროლებს და სიცხესაც. ფოტოელექტრული სენსორი კვამლს იჭერს; HazeFlow პირველი ამოქმედებიდან 30 წამის შემდეგ ხელახლა ამოწმებს და მხოლოდ ამის მერე უშვებს განგაშს. თერმისტორი 60 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ან 30 წუთში 30 °C-ით მატებაზე რეაგირებს. ერთის განგაში სისტემის ყველა სახანძრო დეტექტორის სირენას რთავს; საკუთარი 85 dB სირენა 3 მ-ზე ისმის. ორი CR2 4 წლამდე ძლებს; ჰაბამდე 1300 მ, 132 × 132 × 31 მმ, IP40, მხოლოდ შიგნით.



