

Ajax Curtain Outdoor Jeweller — უსადენო გარე ფარდის ტიპის დეტექტორი, თეთრი
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
უსადენო „ფარდისებრი“ დეტექტორი ფანჯრების, კარის ღიობებისა და პერიმეტრის უბნების დასაცავად, გარეთაც და შიგნითაც. ჰორიზონტალური კუთხე 8°-ია, მანძილი 8–12 მ. ორი PIR სენსორი და 24 გჰც მიკროტალღური სენსორი ერთად ამცირებს თერმული ხელშეშლით გამოწვეულ ცრუ განგაშს. აქვს ანტიმასკირება და აქსელერომეტრი, რომელიც დეტექტორის გადაადგილებას ამჩნევს. 100 სმ-მდე ცხოველების იგნორირებისთვის მას 1 მ სიმაღლეზე ამაგრებენ და გადამრთველს Pet-ზე აყენებენ. 2 CR123A ელემენტი 3 წელი გასტანს, IP55, −25…+60 °C, ჰაბამდე 1700 მ.



