

Ajax MotionCam Outdoor (PhOD) Jeweller — უსადენო გარე მოძრაობის დეტექტორი ფოტოვერიფიკაციით, თეთრი
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
გარე უსადენო დეტექტორი ჩაშენებული ფოტოკამერით: განგაშის დროს ჰაბს ფოტოების სერია ეგზავნება, PhOD ვერსიით კი სურათს მოთხოვნით, გრაფიკით, სცენარით და დაცვის რეჟიმის შეცვლისას იღებენ. ორი ინფრაწითელი სენსორი მოძრაობას 3–15 მ-ზე ხედავს (სამონტაჟო სიმაღლე 0,8–1,3 მ, მანძილს კორპუსზე ჩოჩია არეგულირებს), კუთხე 90°, 80 სმ-მდე ცხოველებს იგნორირებს; ცრუ განგაშს LISA და SmartDetect ამცირებს. ანტიმასკირება აქვს. კამერა 105° × 50°, ფოტო 640 × 352-მდე. −25…+60 °C, IP56, 4 × CR123A 3 წელი, კავშირი 1700 მ; 206 × 108 × 93 მმ, 470 გ.



