

Ajax DoorProtect Jeweller — უსადენო გაღების დეტექტორი, შავი
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
კარის, ფანჯრის ან ჭიშკრის გახსნის უსადენო დეტექტორი: გერკონი მაგნიტის მოშორებას აფიქსირებს. ყუთში ორი მაგნიტია — პატარა 1 სმ-მდე მანძილზე მუშაობს, დიდი 2 სმ-მდე, ორივე ერთად არ გამოიყენება. 0.15 წმ-მდე ვიბრაცია არ აღიქმება და ცრუ განგაშიც მცირდება. გამორთული სისტემის დროს სირენას გახსნის შესახებ ხმით შეუძლია შეგატყობინოთ. Ajax DoorProtect Jeweller, შავი: CR123A 7 წლამდე, Jeweller 1200 მ, 90 × 20 × 20 მმ, 29 გ, IP50, ერთი NC დეტექტორი უერთდება. დარტყმისთვის გჭირდებათ DoorProtect Plus (AJAX-42).



