

Ajax KeyPad Jeweller — უსადენო სენსორული კლავიატურა, შავი
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
შიდა გამოყენების სენსორული კლავიატურაა: კოდით სისტემას რთავენ, თიშავენ ან ღამის რეჟიმზე გადაჰყავთ, ეკრანზე კი ჯგუფების მდგომარეობაც ჩანს. იძულების კოდის აკრეფისას ჩუმი განგაში იგზავნება. მეხსიერებაში ეტევა 200-მდე პერსონალური კოდი, ერთი საერთო და 99-მდე უცნობი პირისთვის. სამი შეცდომის შემდეგ 3–180 წუთით იკეტება. 4 × AAA ელემენტი 2 წელი გრძელდება, ჰაბამდე 1700 მ. ის SmartBracket პანელზე დგება, ტამპერი მოხსნას აფიქსირებს; მუშაობს მხოლოდ Ajax ჰაბებთან.



