

Ajax 12–24V PSU — კვების ბლოკი Hub 2, Hub 2 Plus და ReX 2-ისთვის
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
ჰაბი, რომელიც 230 V ქსელს მოკლებულ ადგილას დგას ან უკვე არსებულ 12–24 V წყაროს უნდა დაუკავშირდეს, Ajax 12–24V PSU-თი (type A) მუშაობს. დაფა კორპუსში ჩვეულებრივი კვების დაფის ადგილას ჩაიდგმება; Ajax მას Hub 2-ის, Hub 2 Plus-ისა და ReX 2-ის ალტერნატიულ კვებად აცხადებს. მისი შესასვლელია 8–32 V (1 A-მდე), გამოსასვლელი — 4.8 V (1.5 A-მდე). ზომა 98 × 70 × 17 მმ, წონა 26 გ, სამუშაო ტემპერატურა −10…+40 °C. მოწყობილობა შემდგომ მთელ ენერგიას გარე წყაროდან იღებს, ამიტომ მისი სიმძლავრე წინასწარ გამოთვალეთ. წინა თაობის Hub-ისა და ReX-ისთვის ცალკე 12V PSU არსებობს (AJAX-363).



