

Ajax DoubleButton Jeweller — უსადენო ორღილაკიანი განგაშის ღილაკი, შავი
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
ღილაკი თანამშრომლებისთვისაა, რომლებსაც თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი, მაგრამ შემთხვევითი დაჭერისგან დაცული განგაში სჭირდებათ. სიგნალი მხოლოდ ორივე ღილაკის ერთდროული დაჭერით გაიცემა (მოკლედ ან 2 წამზე მეტხანს); ერთის დაჭერა არაფერს გზავნის, ღილაკებს შორის პლასტმასის ტიხარია. განგაში მფლობელსა და დაცვის პულტს ეგზავნება. ტიპის შეცვლა შეუძლებელია, მხოლოდ თავდასხმის ღილაკია. კავშირი ჰაბთან 1300 მ-მდეა, CR2032 ელემენტი 5 წელი გასტანს, კორპუსი შავია; 47 × 35 × 16 მმ, 17 გ.



